მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
კაპადოკია







მთავარი გვერდი
ქაჯეთის ციხე Kajeti Castleქაჯეთის ციხე
ქაჯეთის ციხის ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯის ციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის "მრისხანე ციხე" უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური. ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია... ვრცლად >>
სათლელის ციხე Satle Castleსათლელის ციხე
XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. ამიერიდან სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც - შავშეთის ერისთავობაც ებოძა.
ტბეთი Tbetiტბეთი
ტბეთის კათედრალი ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის ერთ-ერთი მშვენებაა. იგი მდებარეობს ისტორიულ შავშეთში, ქალაქ შავშათიდან დაახლოებით 15 კილომეტრზე (სოფელი ჩევიზლი). ტბეთის კათედრალი საკმაოდ კარგად იყო შემონახული, როდესაც ის გ. ყაზბეგმა, დ. ბაქრაძემ, ა. პავლინოვმა და ნ. მარმა ნახეს... ვრცლად >>
დოლისყანა Doliskanaდოლისყანა
დოლისყანა მდებარეობს მდ. იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სოფელში სახელწოდებით Hამამლë. გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს, ხოლო `დოლისყანაÎ მონასტრად უკუანაÎს იქმნა~, ე.ი. მოგვიანებით დაარსდა... ვრცლად >>
ოპიზა Opizaოპიზა
ოპიზა უძველესი სავანეა არა მარტო ტაო-კლარჯეთში, არამედ საერთოდ საქართველოში. ოპიზას ინახებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე, ქვედა ყბა წმ. იოანე ნათლისმცემლისა. ვახუშტი წერს, რომ `ოპიზას დაფლულ იყო ხორხი იოანე ნათლისმცემლისა. 63 თავდაპირველად მისი სავანედ დაარსება, როგორც ზევით ითქვა, უკავშირდება... ვრცლად >>
ხანძთა Khandztaხანძთა
ხანძთის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, მაღალმთიან სოფელში, რომლის თანამედროვე სახელია ფირნალი. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სამონასტრო კომპლექსს მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს; მანამდე კი ხანძთა ჯერ დაკარგული, შემდეგ კი მიუღწევადი ადგილი იყო... ვრცლად >>
არტანუჯი Artanuji Castleარტანუჯი
აკაკი შანიძის განმარტებით, არტანუჯი არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: „არცა ტანის, არცა უჯისო...“ „არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“, - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი... ვრცლად >>
ახიზის ციხე Akhizi Castle ახიზის ციხე
ახიზის ციხე, ციხესიმაგრე ადრინდელი ფეოდალურ საქართველოში, კლარჯეთში, მდ. არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთშია). გადმოცემით ახიზის ციხე ვახტანგ გორგასალს განუახლებია (V ს.), მასვე აუგია აქ მონასტერი და კლარჯეთის ეპისკოპოსი ადგილსამყოფლად დაუდგენია.
შატბერდი Shatberdiშატბერდი
შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია. როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. „და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე... ვრცლად >>
ოთხთა ეკლესია Otkhta Churchოთხთა ეკლესია
ოთხთა ეკლესია, X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ ოთხთადან 5 კმ-ზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში (ახლა თურქეთის ფარგლებშია), იგი პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. წერილობითი წყაროების მიხედვით, ძველთაგანვე... ვრცლად >>
პარხალი Parkhali პარხალი
პარხალი — ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა და ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე... ვრცლად >>
იშხანი Ishkhani იშხანი
„და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა... ვრცლად >>
ოშკი Oshki ოშკი
ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატი, ალავერდი), თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია)... ვრცლად >>
ხახული Khakhuli ხახული
ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ. თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია)... ვრცლად >>
ოლთისის ციხე Oltisi Castleოლთისის ციხე
ოლთისი, ოლთისნი, ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, იმიერტაოს ცენტრი (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ოლთისი (თურქ. ოლთუ) მდებარეობს მდინარე ოლთისწყლის (თურქ. ოლთუჩაი) შუა წელზე. X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო... ვრცლად >>
ბანა Banaბანა
ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია „ფანაკის“ სახელწოდებით. ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. „ქართლის ცხოვრებაში“ ყველგან ბანა გვაქვს [1] „...მოერთვის ჭოროხს მდინარე... ვრცლად >>
Ani | Dokubaiazet
Tel.: (+995 32) 30 22 40
Cell.: (+995 99) 30 22 40
info@tao-klarjeti.ge
Created by George Chaganava