მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
კაპადოკია







ბერლინის კონგრესი
ბერლინის კონგრესი (13 ივნისი - 13 ივლისი, 1878) - საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მოწვეულ იქნა ავსტრია-უნგრეთის და ინგლისის მოთხოვნითა და გერმანიის მხარდაჭერით რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდგომ დადებული სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) პირობების გადასასინჯად.

კონგრესის შედეგად მაკედონია (სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით შედიოდა ბულგარეთის შემადგენლობაში) დაუბრუნდა ოსმალეთს. ბულგარეთის ტერიტორია, რომელსაც მიღებული ქონდა ავტონომია, ნახევარზე მეტად შემცირდა. ბალკანეთის სამხრეთით მდებარე ბულგარელებით დასახლებული ოლქებისაგან შეიქმნა აღმოსავლეთი რუმელია, რომელიც სულთნის გამგეობაში რჩებოდა, თუმცა ენიჭებოდა ადმინისტრაციული ავტონომია. ცნეს სერბიის, ჩერნოგორიის და რუმინეთის დამოუკიდებლობა. ჩერნოგორიის ტერიტორია სან-სტეფანოს საზავის პირობებით მიღებულთან შედარებით შემცირდა ორი მესამედით. ავსტრია-უნგრეთმა მიიღო სლავებით დასახლებული ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ოკუპირების „უფლება“. რუსეთს დაუმკვიდრეს ბათუმი, ყარსი და არდაჰანი, ასევე ბესარაბიის სამხრეთ ნაწილი. ოსმალთა უღლისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულეთი, თუმცა საქართველოსა და სომხეთის მიწა-წყლის მნიშვლენოვანი ნაწილი კვლავ ოსმალეთს დარჩა.

ექვთიმე თაყაიშვილი: ”ადგილები, რომელნიც ერგო რუსეთს ოსმალეთისაგან ბერლინის ტრაქტატის ძალით 1878 წელს რუსის მთავრობამ გაჰყო ორ ადმინისტრაციულ ოლქად, ყარსისა და ბათუმისა. ყარსის ოლქს შეადგენდა ოკრუგები ყარსისა, ყაღიზმანისა, არგადანისა და ოლთისისა. ისტორიულად და ეთნოგრაფულად ყარსის და ყაღიზმანის ოკრუგები ეკუთვნოდა სომხეთს, არდაგანისა და ოლთისის საქართველოს. ოლთისის ოკრუგი ხელოვნურად იყო მიწერილი ყარსის ოლქზე, გეოგრაფიულად ის უნდა შესულიყო ბათუმის ოლქში, ვინაიდან ის მოქცეულია ჭოროხის შემდინარე ოლთისის წყლის არემარეში, და ჭოროხხი ეკუთვნის შავი ზღვის ბასეინს, ხოლო ყარსის სხვა ოკრუგები ეკუთვნიან კასპიის ზღვის ბასეინს. არდაგანის ოკრუგი, რომელიც მდებარეობით წარმოადგენს ზეგანის პლატოს, გაყოფილი იყო უჩასტკებად: ჩილდირისა, არდაგანისა, გელისა და ფოცხოვისა. პირველი სამი უჩასტკა მდებარეობს მტკვრის ზემო წელზე, ხოლო ფოცხოვის უჩასტკა ფოცხოვის წყალზე. ეს უჩასტკაც ხელოვნურად იყო მიწერილი არდაგანის ოკრუგზე, ვინაიდან გეოგრაფიულად ფოცხოვი სრულიად არ შეადგენს არდაგანის ზეგანის პლატოს ნაწილს, არამედ ეკუთვნის ახალციხის ტერასას და შეიცავს ფოცხოვის წყლის ბასეინის ნაწილს“. ამ ადმინისტრაციულმა პოლიტიკამ მერმედ გამოიღო ნაყოფი და საქართველოს ტერიტორიული საზღვრების საკითხი მეტად გაართულა.

Ani | Dokubaiazet
Tel.: (+995 32) 30 22 40
Cell.: (+995 99) 30 22 40
info@tao-klarjeti.ge
Created by George Chaganava