მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
კაპადოკია







ქაჯეთის ციხე
ქაჯეთის ციხე Kajeti Castleქაჯეთის ციხის ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯის ციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის "მრისხანე ციხე" უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური. ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია. ჯერ კიდევ 1943 წელს ლევონ მელიქსეთ-ბეგი ვარაუდობდა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი და არა – ალამუთის ციხე.

ციხეს გარს აკრავს დაახლოებით 30-35 მეტრი სიმაღლის მასიური გალავანი.

"მესხური დავითნის ქრონიკაში" ქაჯის ციხე აქტიურ მოქმედებათა ობიექტია: "კოკოლათავისძმის-წულსადაბატონსმანუჩარსშემოჰფიცა, ქაჯის-ციხეუკმოუჭირა, მერმეფიციგაუტეხა...", "...გავილაშქრეთენკენისთუსნახევარსდაქაჯის-ციხესმივადეგით...", " ბატონიმანუჩარჯავახეთსწავიდა, ფოსოდაჯავახეთიდაარბივა, დაგურჰაქსქაჯისციხეგაუბარაქიანა...". სწორედ ლაპარაკია ამ ქაჯის ციხეზე, რომელმაც, როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა შენიშნა, დიდი როლი ითამაშა თურქების მიერ საქართველოს ამ ნაწილის დაპყრობის დროს.

საბოლოოდ ქაჯის ციხე დაიპყრეს ლალა-ფაშას საქართველოში გამოლაშქრების დროს - 1578 წ., როდესაც ქაჯის ციხის მთელი გარნიზონი განადგურებულ იქნა. ამ დროიდან არის, ალბათ, ქაჯის ციხე აოხრებული და მისი რაბათი უმოსახლოდ დარჩენილი.

თურქებმა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, ქართული "ქაჯის-ციხე" თარგმნეს და უწოდეს მას Šeytān-kal‘a

Ani | Dokubaiazet
Tel.: (+995 32) 30 22 40
Cell.: (+995 99) 30 22 40
info@tao-klarjeti.ge
Created by George Chaganava