 შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია.
როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“.
„და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.
აშოტის შემდეგ, კურაპალოტობა მისმა ძემ - ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში - ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და „მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად“, ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ პირველის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.
გრიგოლს თავდაპირველად მცირე ეკლესია და სენაკები აუშენებია. ბაგრატის ძეებს და ერისთავებს ბევრი რამ შეუწირავთ.
შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას (მოქცევაი ქართლისაი).
აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი; აქ დაიწერა „შატბერდის კრებული“, გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები; შემონახულთაგან უძველესი „მოქცევა ქართლისა
დღეს შატბერდის ტაძარი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. ჩუქურთმები - დაზიანებული. გუმბათიდან წვიმა ჩამოდის, საკურთხევლის ქვედა ნაწილი მორღვეულია და საქონლის სტუმრობისგან მას მხოლოდ ხის ტოტები იცავს. თუმცა ტაძარი ნაკელითაა სავსე...
ენირაბათი ახალდაბაა და შატბერდიც იქაა სადაც უნდა იყოს.
ჯერ-ჯერობით ყველა მკვლევარმა ვინც თავისი თვალით ნახა შატბერდი აღიარა რომ ზუსტად ესაა და არა ენი რაბათის ეკლესია. უბრალოდ მანმდე მეცნიერებს ეს ადგილი ნანახი არ ჰქონდათ და შესაბამისად ვერც სწორ იდენტიფიკაციას ახდენდნენ. იგივე ნიკო მარს შატბერდი ხანძთა ეგონა. ენი-რაბათის შატბერდობა დათო ხაშტარიას კვლევებმა გაამყარა 90-იანი წლების დასაწყისში, რადგან ნამდვილი შატბერდის არსებობა არრ უწყოდა. "ახალი" შატბერდის იდენტიფიკაციაზე უამრავი გამამყარებელი არგუმენტია:
1. ეს ადგილი ბევრად უკეთ ერგება იოანე საბანიძისეულ ხანძთელის გზის აღწერას.
2. მის სიახლოვეს მდებარე სოფელს ეხლაც აგარაკს უწოდებენ (როგორც ხანძთელის დროს)
3. ეკლესიის არქიტექტურა ხანძთელის ცხოვრების პერიოდისაა, საპირისპიროდ ახალდაბის ეკლესიისა რომელიც ბევრად გვიანდელია და მის გარშემოთაც სამონასტრო ნაგებობების არანაირი კვალი არაა.
4. "ახალი" შატბერდის გარშემო უამრავი სამონასტრო ნაგებობათაკვალია, რომელთაგან გამოირჩევა უზარმაზარი სატრაპეზო, რომლის სიდიდეს აქამდე ცნობილი ვერც ერთი სატრაპეზო ვერ შეედრება.
5. რაც შეეეხება იმ აზრს, რომ ძნელად მისადგომიაო, ეს თანამედროვე გზების ხეობების ძირში გაყვანის გამოა, თორემ ჩვენ წინაპრებს გზები ქედ-ქედ და ხეობიდან ბევრად მაღლა გაყავდათ და სრულიად განსხვავებული გზათა სისტემა იყო. ძველი ნასოფლარების ადგილმდებარეობებიც უმეტეს შემთხვევაში ამას ადასტურებს.
6. მრავალ მეცნიერთაგან ცალკე მინდა გამოვყო ისტორიული გეოგრაფიის საუკეთესო სპეციალისტი დევი ბერძენიშვილი (რომელიც, სამწუხაროდ შარშან, ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში ყოფნისას მოულოდნელად გარდაიცვალა) რომლის მოსაზრებაც "ახალი" შატბერდის უდავოობას აღნიშნავს.
7. და ბოლოს ტოპონიმი "შანიბერდ" როგორც მას იქაურები უწოდებენ
|