მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
კაპადოკია







ტურები
ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა, სათლე, ტბეთი. ქაჯთა ციხე, ოლთისი, ბანა, პარხალი, ოთხთა, კავკასიძეების ციხე, უტას ციხე, შატბერდი, არტანუჯი, ჯოჯოხეთის კანიონი, ახიზის ციხე, იშხანი, თორთუმის ციხე და ჩანჩქერი, ოშკი, ხახული.

გასვლები ნებისმიერ დროს, თქვენი დაკვეთით, 3 კაციანი (ჯიპ-ტური), 6 კაციანი და 12 კაციანი ჯგუფების შევსებისას.

მგზავრობა მერსედესის ტიპის კომფორტული მინიბუსით. ღირებულებაში შედის დაზღვევა, სასტუმრო და ორჯერადი კვება. მოგემსახურებათ გიდი. ტურის ხანგრძლივობა: 4 დღე.

ყველა მონაწილეს დაურიგდება ტაო-კლარჯეთის რუკები და მასალები ძეგლების შესახებ.

დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 30 22 40
მობ: (899) 30 22 40
ელ-ფოსტა: info@tao-klarjeti.ge


მარშრუტები დღეების მიხედვით
I დღე II დღე III დღე IV დღე
- გასვლა თბილისიდან - საუზმე - საუზმე - საუზმე
- საზღვრის გადაკვეთა - დოლისყანა - კავკასიძეების ციხე - ოშკი
- ქაჯთა ციხე (შაითან კალე) - ოპიზა - ოთხთა ეკლესია - ხახული
- სათლე (შავშეთის ციხე) - ხანძთა - პარხალი - თორთუმის ციხე
- ტბეთი - ჯოჯოხეთის კანიონი - უტას ციხე - თორთუმის ჩანჩქერი
- ვახშამი - არტანუჯის ციხე - იშხანი - ოლთისის ციხე
- ღამისთევა სასტუმროში - ახიზის ციხე - ვახშამი - ბანა
  - შატბერდი - ღამისთევა სასტუმროში - საზღვრის გადმოკვეთა
  - ვახშამი   - თბილისში დაბრუნება
  - ღამისთევა სასტუმროში    

ძეგლები
ტბეთი – ტბეთის კათედრალი ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის ერთ-ერთი მშვენებაა. იგი მდებარეობს ისტორიულ შავშეთში, ქალაქ შავშათიდან დაახლოებით 15 კილომეტრზე (სოფელი ჩევიზლი)

ხანძთა – გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული და უდიდესი სულიერების მატარებელი კერაა. შედარებით კარგადაა შემორჩენილია წმ. გიორგის სახელზე ნაკურთხი მონასტრის მთავარი ეკლესია და სამრეკლო, ხოლო ბერთა კელიები, მცირე სალოცავები, საოსტიგნე (სატრაპეზო) და სემინარია – ძლიერ დაზიანებულია.

დოლისყანა – ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ძეგლია. მისი სამხრეთ ფასადის სარკმლის ბარელიეფები გამორჩეულია, სადააც გამოსახული დავითის ვარსკვლავი ბაგრატიონების წმიდა მეფესთან კავშირზე მიუთითებს.


არტანუჯის ციხე – აშოტ კურაპალატის საცხოვრებელი სიმაგრე იყო. ციხე ამოზრდილ კლდეზე მდებარეობს და დომინირებს გარემოზე. სიმაგრიდან საოცარი ხედი იშლება, რაც აღაფრთოვანებს მნახველებს.

იშხანი – საბა იშხნელის მიერ IXს-ში განსრულებული ეკლესია, გამორჩეულია ფრესკული მხატვრობითა და ფასადების დეკორით. ლაჟვარდოვანი გუმბათი საოცარ სივრცეს ბადებს. ეკლესიის უძველესი ნაწილი მაგვალი საკურთხეველია (VII ს.), რომელიც ერთადერთია ქართულ ეკლესიათა შორის.


ოთხთა ეკლესია – X ს-ის ბაზილიკური ტიპის ტაძარია. ეკლესია ოთხი მახარებლის სახელზეა აგებული, საიდანაც გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

პარხალი – ასევე X საუკუნის ბაზილიკაა, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული.


ოშკი – იყო ასეთი თქმულება, რომ პარხალი გამოირჩეოდა წყლებით, ხახული, მწიგნობრობით, იშხანი მოხატულობით, ხოლო ოშკი გრანდიოზულობით. იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეს ეკლესია, მართლაც გრანდიოზულია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ხახული – ყველზე კარგად შემონახული ქართული ძეგლია. იგი მწიგნობრობის გამორჩეული კერა იყო. აქ აღიზარდა და წერა-კითხვა ისწავლა, გიორგი მთაწმინდელმა, რასაც ყველგან სიამაყით აღნიშნავდა.


ოლთისი – დავით III კურაპალატის სიმაგრე იყო. იგი ბევრჯერ არის რესტავრირებული თურქების მიერ და ძველი იერსახე დაკარგული აქვს.

ბანა – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო განსხვავებული არქიტექტურული ტიპით. იგი წარმოადგენდა სამსართულიან მრგვალ ეკლესიას, რომლის სიმაღლე 38 მეტრს აღწევდა. დღესდღეობით ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.
Ani | Dokubaiazet
Tel.: (+995 32) 30 22 40
Cell.: (+995 99) 30 22 40
info@tao-klarjeti.ge
Created by George Chaganava